ტრამპის ადმინისტრაცია ფართომასშტაბიან საბიუჯეტო შემცირებას აგრძელებს. თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 7 საბიუჯეტო ორგანიზაციის, მათ შორის რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის დამფინანსებელი სტრუქტურის – USAGM-ის დაფინანსება შეჩერდება. აღნიშნული ორგანიზაციის ბიუჯეტი 2024 წელს 886 მილიონ დოლარს შეადგენდა. მთლიანად შვიდივე ორგანიზაციის დაფინანსება კი 2 მილიარდ დოლარს აღწევს.
სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:
აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (USAGM) – დაფინანსება 2024-ში 886 მილიონი დოლარი;
თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი – დაფინანსება 2024-ში 631 მილიონი დოლარი;
სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი – დაფინანსება 2024-ში 294 მილიონი დოლარი;
უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო – დაფინანსება 2024-ში 70 მილიონი დოლარი;
მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი – დაფინანსება 2024-ში 54 მილიონი დოლარი;
ვუდროუ უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი – დაფინანსება 2024-ში 15 მილიონი დოლარი;
აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ – დაფინანსება 2024-ში 4 მილიონი დოლარი.
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…